პროგრამირება არ არის რაიმე უკვე ჩამოყალიბებული ალგორითმის რომელიმე პროგრამირების ენაზე გადაწერა, მაგალითად, კვადრატული განტოლების ამოხსნა გაცილებით ადრე იცოდა ვიეტამ, სულ არ ჭირდებოდა კომპიუტერი, ამ ჩამოყალიბებული ალგორითმის კომპიუტერულ პროგრამად ქცევა გავს თარგმნას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავთვლიდი პროგრამირებად, რადგან ის უკვე ამომწურავად დაპროგრამებულია
გთავაზობთ სავარჯიშოს გონებისათვის, რომელიც ექსელის და ფუნქცია if-ის საშუალებითაა შესაძლებელი დაპროგრამდეს, მისი არსია შემდეგი:
რომელიმე უჯრაში ჩაწერილი რიცხვი, რომელიმე სხვა უჯრაში წარმოდგეს სიტყვიერად,ანუ
თუ ჩავწერთ 1 დაიწეროს - ერთი, 9-ზე ცხრა, 18-ზე თვრამეტი
თუ ჩავწერთ 20 დაიწეროს - ოცი, 29-ზე - ოცდაცხრა, 75-ზე - სამოცდათხუთმეტი
100-ზე - ასი, 200-ზე - ორასი
999-ზე - ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტი
ეს ჩამონათვალი შეიცავს მინიშნებას, როგორ მივუდგეთ ალგორითმის ჩამოყალიბებას
23 апр. 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий