უჯრაში მოცემული რიცხვის მიხედვით შესაძლებელია მისი გამოხატვის შეცვლა, მაგალითად, შესაძლებელია უჯრაში შეტანილი დადებითი რიცხვი გამოჩნდეს მწვანედ, ხოლო უარყოფითი - წითლად, აგრეთვე შესაძლებელია მარტო ნულის წარმოდგენაც ორივესგან განსხვავებულ ფერში, ან შეგვიძლია იგი საერთოდ გავაქროთ და მის მაგივრად დაიწეროს მაგალითად ტირე, შევხედოთ ქვემოთ
რიცხვის გამოტანა უჯრაში ხდება სისტემაში დაყენებული პარამეტრების მიხედვით (ამის შემდეგ რიცხვებში ვიგულიხმებ ყველა რიცხვით მონაცემს - ფული, თარიღი, პროცენტი, თვითონ რიცხვი და ა. შ.)
ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ ოპერაციულ სისტემაში გვაქვს ამერიკული სტანდარტი, მაშინ ცხრილში უჯრაზე ფულის ფორმატის მითითებისას რიცხვი დაიწერება დოლარის ნიშნით, ქართული სტანდარტის დროს ლარის ნიშნით და ა. შ.
სტანდარტების ფორმატირებასას ყველა ოპერაციულ სისტემაში არის განსხვავებები, ამიტომ ესეც გასათვალიწინებელი იქნება.
დავუბრუნდეთ ჩვეულებრივი რიცხვის ფორმატირებას...
რიცხვი, თუ არ არის სპეციალური ფორმატირება, უჯრაში შეყვანის შემდეგ იკავებს მარჯვენა პოზიციას, ამ თვისებით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგრამის მიერ ის სწორად იქნა გაგებული, ანუ მიჩნეული რიცხვად. ეს მნიშვნელოვანი მომენტია გამოთვლების სისწორისათვის, რადგან, არის შემთხვევა, რომესაც რიცხვი რაიმე დამატებითი გავლენის გამო, არ იღებს გამოთვლებში მონაწილეობას და შესაბამისად შედეგი გამოვა მცდარი.
ვთქვათ გვინდა რომ 1-დან 9-მდე რიცხვები გამოვსახოთ 01, 02 და ა. შ.
ამისათვის უნდა მივმართოთ უჯრის ფორმატს, მოვძებნოთ მომხმარებლის ფორმატირების ველი და ჩავწეროთ შაბლონი 00.
რა ნიშნავს ეს, თუ რიცხვი არის ერთნიშნა მაშინ მას მეორე ნიშნად (წინიდან) დაემატება 0. ასევე ორნიშნა რიცხვებისათვის დაიწერება 000 და ყველა რიცხვი დაიწყება ნულით. ნულიანი არის ზოგადი თარგი, რომელიც ამოიცლება გამოსატანი რიცხვებით, ხოლო თუ გამოსატან რიცხვს არ ყოფნის თანრიგების რაოდენობა, მაშინ მის ადგილს იკავებს თარგში მითიებული ნულიანი. შესაძლებელია ათასეულებად დაყოფაც, ანუ თუ მივუთითებთ შაბლონს 0 000, მაშინ რიცხვი 1 დაიწერება 0 001, ხოლო ათასი - 1 000.
დავალება: გავაკეთოთო რიცხვის შაბლონი, რომელიც სრულად მომცემს მოქალაქის პირადი ნომრის გამოსახვას, იმ შემთხვევაშიც, თუ ის იწყება ნულზე
რიცხვის თარგისათვის გამოიყენება აგრეთვე სიმბოლო - #. ეს ნიშნავს "ნებისმიერი სიმბოლო"
შაბლონი # #00 ნიშნავს, რომ ერთანრიგიანი რიცხვები შეივსებიან წინ ნულით, ხოლო ოთხთანრიგიან რიცხვებში ათასეული იქნება გამოცალკევებული
ცხრილში რიცხვების წარმოდგენის განხილვა ხდება, როგორც დადებითი, უარყოფითი და ნული, ყველა მათგანისათვის შესაძლებელია ცალკე შაბლონის დაწერა, ამისათვის ისინი ერთმანეთისაგან უნდა გაიყოს წერტილმძიმით (;).
მაგალითი: # 000;#;- - ნიშნავს, რომ დადებთი რიცხვები ათასამდე წინიდან შეივსება ნულებით, უარყოფითი რიცხვის მინუსი არ გამოჩნდება, ხოლო ნულის ჩაწერის შემთხვევაში გამოჩნდება ტირე
[GREEN]# ##0;[RED]# ##0;[BLUE]- შაბლონი უჯრაში დადებით რიცხვებს გამოიტანს მწვანედ, უარყოფითებს მინუსის გარეშე და წითლად, ხოლო ნულიანს ასახავს ლუჯი ტირეთი. თუ მითითებული არ არის ნულის შაბლონი, მაშინ ის განისაზღვრება დადებითი რიცხვების შაბლონით, ამ შემთხვევაში იგი იქნებოდა მწვანე ფერის
რიცხვების ამგვარ წარმოდგენაში მთავარი არის ის რომ, ჩვენ გვეძლევა ცხრილის გარკვეული ფორმატირების საშუალება, ამასთან უჯრები არ ვარდება არითმეტიკული გამოთვლებიდან, თუმცა ნულიანი იქნება ტირით გამოსახული, მარა იგი მაინც ნული მნიშნელობით მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე უარყოფითი რიცხვები - მინუსი არ გამოჩნდება, მაგრამ გამოთვლებში ის მაინც გათვალიწინებული იქნება.

Комментариев нет:
Отправить комментарий