ფუნქიცია IF-ის გამოყენება ხშირად ჭირდება მას, ვისაც უნდა რომ ცხრილი გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად
მაგალითად, თუ ცხრილში სადმე გამოიყენება გაყოფა, თუნდაც საშუალო არითმეტიკული გამოთვლის შემთხვევაში.
ხშირად ცხრილის შემუშავება ხდება ზოგადად, ანუ გათვლილია, რომ მას მომხმარებელი შეავსებს, თუმცა ფორმულები უნდა გავითვალოთ და ყველოა საჭირო უჯრაზე გავამრავლოთ, ამან კი გარკვეულ უჯრებში შესაძლოა შეცდომების გამოჩენე გამოიწვიოს.
ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია შემოწმება ოპერანდი უჯრების, შევსებულია თუ არა ისინი, ამასთან შესაძლებელია შემოწმებული იქნას შევსებულ უჯრაში ტექსტია თუ რიცხვი, ხოლო თუ ეს ასეა, მხოლოდ მაშინ მივცეთ გამოთვლით გამოსახულებას მოქმედების საშუალება, ალგორითმი ჩამოყალიბდება ასე:
თუ (if) ოპერანდი უჯრა არ არის ცარიელი (not empty), მაშინ გამოთვლის გამოსახულება, თუ არა მაშინ გამოტანილი იქნას ცარიელი სტრიქონი ("")
შეეცადეთ გააკეთოთ აღწერილის რეალიზაცია
კიდევ, ხათუნამ მეილზე მომწერა, მაგრამ აქ ვერ ვნახე, ფუნქციაში შემავალი ოპერანდები ერთმანეთისაგან იმიჯნება ოფენ-ოფისში მძიმით (,), ექსელში - წერტილ-მძიმით (;)
ანუ
ოფენ ოფისი =if(a>b, "a მეტია", "მეტია b")
ექსელი =if(a>b; "a მეტია"; "მეტია b")
ნუ ჩათვლით, რომ რაც იცით, უმნიშვნელოა, ყველაფერზე დაწერეთ ;)
23 апр. 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
თქვენ გენაცვალეთ რო ასე ეხმარებით თქვენი ცოდნით დამწყებებს,ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ვისაც წვლილი შეგაქვთ ამ საიტის განვითარებაში
ОтветитьУдалить